რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი ლოკალურ სივრცეში?
Posted by admin admin, Last modified by admin admin on 13 May 2019 02:40 PM
|
ვებგვერდზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს .GE სივრცის ყველა სახის დომენის რეგისტრაცია: .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge. ზოგადი დომენის ქვეშ შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: (I) .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე; (II) .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე; (III) .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე; (IV) .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან; (V) .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე. (VI) .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე. .edu.ge, .school.ge და .net.ge დაბოლოების რეგისტრანტმა, 7 დღის ვადაში, უნდა ატვირთოს შესაბამისი დაბოლოების ზოგადი დომენური სახელისთვის დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი (PDF) დოკუმენტი , წინააღმდეგ შემთხვევაში დომენი გაუქმდება.
|
|