მოგვწერეთ ან ისარგებლეთ ხშირად დასმული კითხვებით

ხშირად დასმული კითხვები / ზოგადი კითხვები
ბილეთის ონლაინ შეძენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 2 საათზე მეტი დრო. იმ შემთხვევაში თუ დარჩენილია საკმარისი დრო  და ბილეთი მაინც არ იძებნება ეს ნიშნავს, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.
ასეთი სახის შეღავათი ონლაინ არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს რკინიგზას
თუ სტუდენტად ფიქსირდებით პირადი ნომრის ჩაწერისას მე-2-ე კლასის ბილეთებზე   ავტომატურად ისარგებლებთ შეღავათიანი ტარიფით.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი პირადი ნომერი არის სტუდენტურ ბაზაში პროგრამა ავტომატურად შეცვლის ღირებულებას მხოლოდ მე-2-ე კლასის ბილეთებზე. თუ ასე არ მოხდა შეგიძლიათ დააზუსტოთ თქვენი სტუდენტური სტატუსი იუსტიციის სახლში.
პირველ რიგში ელ-ფოსტაზე გადაამოწმეთ სპამის განყოფილება. თუ წერილი არ იქნება მიღებული, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე (032)2 193 195
ამ ეტაპზე რკინიგზის მხრიდან მიმდინარეობს სერვისის განახლების პროცესი, ველოდებით გამოსწორებას. ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია. როგორც კი აღდგება კავშირი რკინიგზასთან შეძლებთ შეძენას.
5 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა თუ ცალკე ადგილს არ დაიკავებს, 5-დან 10 წლამდე საჭიროა საბავშო ბილეთის შეძენა. 10 წლის და ზემოთ უკვე სრული ბილეთი უნდა შეიძინოთ.გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის მგზავრობის დროს აუცილებელია თან იქონიოთ მისი დაბადების მოწმობა...
16 წლამდე მოზარდები მშობლის გარეშე მატარებელში არ დაიშვებიან, 16-დან 18 წლამდე შეუძლიათ იმგზავრონ დამოუკიდებლად, მაგრამ მხოლოდ თვითონ და სხვა პირისთვის ბილეთს ვერ შეიძენენ, ხოლო 18 წლიდან ისარგებლებენ ზრდასრული მგზავრისთვის გათვალისწინებული პირობებით.18 წ...
ადგილების განლაგების შესახებ ინფორმაცია ონლაინ არ არის განთავსებული და პროგრამაც არ გაძლევთ ადგილის არჩევის საშუალებას. თუმცა გადახდის ეტაპამდე შეგიძლიათ იხილოთ ავტომატურად მინიჭებული ადილის ნომერი.
ბილეთის ონლაინ შეძენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 2 საათზე მეტი დრო. იმ შემთხვევაში თუ დარჩენილია საკმარისი დრო  და ბილეთი მაინც არ იძებნება ეს ნიშნავს, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.
ბორჯომი/ბაკურიანის მატარებელზე ბილეთები ონლაინ არ იყიდება, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს რკინიგზას.
ბილეთების კლასობრივი სხვაობა დამოკიდებულია სამგზავრო ადგილის კომფორტზე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს საკონტაქტო ნომრებზე 1331 ან +32 219 90 10
ბილეთების ამობეჭდვა შეგიძლიათ  ელექტრონული ბილეთიდან (PDF ფაილი) რომელიც მიიღეთ შესყიდვის დროს მითითებულ ელ.ფოსტაზე.
ერთ  პიროვნაბას შეუძლია მის სახელზე მაქსიმუმ 8 ბილეთი გააფორმოს. ეს პიროვნება აუცილებლად უნდა მგზავრობდეს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, სხვა შემთხვევაში დანარჩენი მგზავრებიც არ დაიშვებიან მატარებელში.
ბილეთის წარმატებით შეძენის დროს მიიღებთ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელ-ფოსტაზე.
საბავშო ბილეთი სრული ბილეთის ნახევარი ფასია როგორც 2კლასის ასევე 1 კლასის შემთხვევაში.
დარჩენილი ბილეთების რაოდენობაზე ინფორმაცია ონლაინ არ არის ხელმისაწვდომი.
ბილეთის ამობეჭდვა არ არის აუცილებელი, საკმარისია წარადგინოთ შესყიდვის კოდი.
მგზავრობის დროს აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი ვადიანი დოკუმენტი და შესყიდვის კოდი, რომელიც მიიღეთ ბილეთის შეძენისას სმს-ით და ელ.ფოსტით
მონაცემების ჩასწორება არ არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დააბრუნოთ ბილეთი და შეიძინოთ სწორი მონაცემებით.
ბილეთის გადაცვლა არ არის შესაძლებელი, შეგიძლიათ დააბრუნოთ და თავიდან შეიძინოთ სხვა.
matarebeli.ge არის სისტემა, სადაც შესაძლებელია საქართველოს შიდა სარკინიგზო  რეისებზე ბილეთის შეძენა ონლაინ როგორც ვებ ვერსიიდან ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით. ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო ბარათებით ან უნიფეის საფულით.
ბილეთის დაჯავშნა ონლაინ არ არის შესაძლებელი
matarebeli.ge -ზე საერთაშორისო რეისების ბილეთებზე ინფორმაცია არ მოიპოვება და შეძენაც არ ხდება.