რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

მოგვწერეთ ან ისარგებლეთ ხშირად დასმული კითხვებით

ხშირად დასმული კითხვებილოკალური დომენის რეგისტრაცია
რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი ლოკალურ სივრცეში?
Posted by admin admin, Last modified by admin admin on 13 May 2019 02:40 PM

ვებგვერდზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს .GE სივრცის ყველა სახის დომენის რეგისტრაცია: .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge.
ზოგადი დომენის ქვეშ შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელი, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:
(I) .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს  ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
(II) .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
(III) .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
(IV) .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;
(V) .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
(VI) .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე.
.edu.ge, .school.ge  და .net.ge დაბოლოების  რეგისტრანტმა, 7 დღის ვადაში,  უნდა ატვირთოს  შესაბამისი დაბოლოების ზოგადი დომენური სახელისთვის დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი (PDF) დოკუმენტი , წინააღმდეგ შემთხვევაში დომენი გაუქმდება.

შეაფასეთ კითხვა